Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო: ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, სააკაშვილი ქართულ მხარეს გადავცეთ

13 სექტემბერი, 2017 18:19

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით,  უკრაინას ამ ეტაპზე არ შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს.  ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას დაასრულებს.

„უკრაინაში არაფერი არ მომხდარა გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა. დოკუმენტები, რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ და გენპროკურატურამ მიიღეს, მოწმობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილება სისხლის სამართლის საქმეები. ეს არ არის მორიგი ეტაპი ექსტრადიციის განხორციელებისთვის და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. სააკაშვილი რომ იყოს გასამართლებული საქართველოში იმ მუხლებით, რომლებიც ჩემმა კოლეგამ პეტუხოვმა პრესკონფერენციაზე დაასახელა, მაშინ ეს ნაწილობრივ, ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა იქნებოდა,“ - ამბობს „რუსთავი 2-თან“ საუბარში დენის ჩერნიშოვი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 თებერვალი
23 თებერვალი

ელონ მასკი: არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს ...

„არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - martians“ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველი თა ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწე ...

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. რო ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ...

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვას გამო ...
^