Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთში პარხლის მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან

14 სექტემბერი, 2017 11:38

16 სექტემბერს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 
 
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში თურქ კოლეგებთან ერთად ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
 
სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15-დან 20 სექტემბრის ჩათვლით გაემგზავრება თურქეთში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობისა და ზედამხედველობის ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფს თან ახლდება თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.
  
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო-დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. პარხალის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^