Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოქიტაშვილი: თუ მოხსნის პეტრიაშვილი კანდიდატურას, მოვხსნი მეც

14 სექტემბერი, 2017 12:14

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევანი კანდიდატებს შორის 213-მა დელეგატმა უნდა გააკეთოს. 

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კენჭს, მეოთხე ვადით, დღეს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი იყრიან. 

თავჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ თუკი ირაკლი პეტრიაშვილი მიიღებს მის შეთავაზებას და მოხსნის კანდიდატურას, თავადაც მოხსნის თავის კანდიდატურას. 

„ჩემი თვითმიზანი პროფკავშირების თავმჯდომარეობა არ იყო; ჩემი თვითმიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა კრიმინალ პეტრიაშვილის 2- წლიანი ფეოდალური მართვა. საზოგადოებამ და დელეგატებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ ირაკლი პეტრიაშვილს, გადადგეს, მეც დავთმობ კანდიდატურას და დავუთმოთ გზა ახალგაზარდებს. ახალი სისხლი მოვიდეს პროფკავშირებში და მართონ, რისი ღირსებიც არიან ქართველი პროფკავშირის წევრები. 

პეტრიაშვილი ხომ იძახდა, რომ მე ვარ მთავრობიდან მართული. ეს ასე არ არის. თუ ასე იქნებოდა, სხვანაირი მეთოდებით მოვიდოდი მის ადგილას. თუ მოხსნის ირაკლი პეტრიაშვილი კანდიდატურას, მოვხსნი მეც.  ვინც არ უნდა გახდეს პეტრიაშვილის გარდა თავმჯდომარე,  მე მას ხელს ჩამოვართმევ და ვუსურვებ წარმატებას “,- ამბობს დავით ოქიტაშვილი.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ოქიტაშვილი მისთვის ავტორიტეტს არ წარმადგენს. "მის რეკომენდაციებს ირაკლი პეტრიაშვილი არ გაითვალისწინებს. დანარჩენს ყრილობოს დელეგატები გამოხატავენ საარჩევნო ბიულეტინებზე."- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^