Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურორი „ცენტ პოინტის“ საქმეზე: ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ განვიხილავთ

14 სექტემბერი, 2017 12:28

„ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მენაშენეებს პრეტენზია აქვთ“,- ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, არც სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატებს აქვთ პროკურატურასთან აქტიური მოლაპარაკებები. 

„საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან პროკურატურასთან ჯერჯერობით აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც ისინი აცხადებენ, მოლაპარაკებები აქვთ ინვესტორებთან. გარკვეულწილად შედეგი აქვთ და ვფიქრობ, თვის ბოლოს ინვესტორთან შეთანხმება შედგება“- განაცხადა პროკურორმა.

ამჟამად სასამართლოში  „მიონისა” და „მაგნოლიის” საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ინვესტორებთან მოლაპარაკების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატი ბონდო ვათიაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, „ცენტრ პოინტის” შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის სამშენებლო კომპანია „m2„

ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკება მთლიანად კომპანიის გაყიდვაზე მიმდინარეობს და შესყიდვით საკმაოდ დიდი ჯგუფებია დაინტერესებული. თუმცა ის კომპანიების სახელებს არ ასახელებს იმ. გუკა რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ ვინც „ცენტრ პოინტს” შეისყიდის, ყველა ვალდებულებას ის აიღებს და გარანტიებსაც ის მისცემს დაზარალებულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.974 ლ ...

საქართველოს ეროვნული ბანკის 21 სექტემბრის კურსით, 1 ევროს ღირებულება 2.974 ლარი გახდა, აშშ დოლარი კი 2,4738 2 ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით გამართავს. საქართველოს ფეხბ ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

TI: თბილისის მერიის წინასაარჩევნო რეკლამ ...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, „რუსთავი 2-ისა" და „იმედის" ეთე ...
^