Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა სოლიდარობის ფონდი დააფუძნა

14 სექტემბერი, 2017 12:29

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა სოლიდარობის ფონდი დააფუძნა. ყრილობამ ფონდის დაფუძნებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

პროფკავშირების გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ფონდში პირველადი შენატანი 157 000 ლარი იქნება.

ფონდის მიზნებია:

- გაუწიოს ფინანსური დახმარება დასაქმებულებს შრომით-სოციალური, ეკონომიკური უფლებების მოპოვებისა და დაცვისათვის ბრძოლაში.

- გაუწიოს ფინანსური დახმარება დასაქმებულებს შრომით-სოციალური უფლებების დაცვის მიზნით ორგანიზებულ ისეთ უკიდურეს სიტუაციებში, როგორიცაა გაფიცვა, ლოკაუტი, აქცია, მანიფესტაცია და სხვა.

- გაუწიოს ფინანსური დახმარება პროფესიული კავშირების წევრებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში (სტიქიური უბედურებები და სხვა)

„ამ მუშაობამ და ძალისხმევამ, სწორედ უსარგებლო ქონებების გაყიდვამ მოგვცა საშუალება რომ დაახლოებით 4 თვის წინ გვესაუბრა სოლიდარობის ფონდთან დაკავშირებით. მსურველი იმისა რომ საქართველოში არ არსებობდეს საგაფიცვო ფონდი, არ არსებობდეს სოციალური ფონდი ბევრი გვყავს. არ ვიცოდი, თურმე შიგნითაც გვყოლია. მე ახლა ვაწერ ხელს დოკუმენტს. პირველადი შენატანი ამ ფონდში იქნება 157 000 ლარი და მცირე პროტესტის დაფინანსებას, დასაქმებულთა გვერდში დგომას შეძლებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. 

ყველა მუშათა მოძრაობას უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ასეთი ფონდები არსებობდეს. შენატანი იყოს თითოეული მოქალაქისგან, სხვანაირად წაგვლეკავს ბანკებისა და ბიზნესის დიქტატურა და კორპორაციული სიხარბე“, - განაცხადა დღევანდელ ყრილობაზე პეტრიაშვილმა. 

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევანი კანდიდატებს შორის 213-მა დელეგატმა უნდა გააკეთოს.

პეტრიაშვილი: დღევანდელი არჩევნები არის ტესტი პროფკავშირებისთვის

ოქიტაშვილი: თუ მოხსნის პეტრიაშვილი კანდიდატურას, მოვხსნი მეც

როგორ ვირჩევთ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს?

ბრძოლა პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის - ინტერვიუ დათო ოქიტაშვილთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^