Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დათო ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

14 სექტემბერი, 2017 14:26

დათო ოქიტაშვილმა პროფკავშირების თავმჯდომარეობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა. 

„ჩემი თვითმიზანი არ იყო პროფკავშირები თავმჯდომარე გავმხდარიყავი.  ჩემი მიზანი იყო პეტრიაშვილის შესახებ ხალხს გაეგო. ჩემი კანდიდატურის მოხსნით მტკიცდება რომ მე არ ვიყავი სამთავრობო კანდიდატი“,- განაცხადა მან. 

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. ამ წუთებში დელეგატთა ყრილობა მიმდინარეობს, კენჭისყრამდე დავით ოქიტაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის ხსნის კანდიდატურას. 

ყრილობაზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ ოქოტაშვილსა და ყრილობოს მონაწილეს შორის შელაპარაკება მოხდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენელმა ოქიტაშვილს უთხრა, რომ მას რკინიგზელების მიმართ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი, რკინიგზასთან მიმდინარე აქციის დროს გაკეთებული განცხადებების გამო.  

ოქიტაშვილი აცხადებდა, რომ ის იმ შემთხვევაში მოხსნიდა თავის კანდიდატურას, თუ პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც აღარ იყრიდა კენჭს არჩევნებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^