Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზენაიშვილი: პროფკავშირი არ არის ღია და საჯარო, არავინ იცის, რა ფინანსები იხარჯება

14 სექტემბერი, 2017 15:35

გაერთიანებული პროფკავშირების დელეგატთა ყრილობაზე თავმჯდომარეობის კანდიდატები სიტყვით გამოვიდნენ. რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. 

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი კანდიდატი, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი. მან თქვა, რომ ევროპული ღირებულებების უმთავრესი მიზანია ღიაობა და საჯაროობა, რაც ასე აკლია დღეს პროფკავშირებს.  ზენაიშვილმა დელეგატებს მიმართა და აღნიშნა, რომ არავინ იცის, რა ფინანსები იხარჯება, რა გრანტები აქვს პროფკავშირებს მიღებული, როგორ ხდება მისი ხარჯვა, რატომ ხდება პირდაპირი წესით ქონების მიყიდვა და ა.შ. 

ამირან ზენაიშვილმა აღნიშნა, რომ პროფკავშირი არ არის რომელიმე სუბიექტის, არამედ პროფკავშირი პროფკავშირელებისაა. 

„მხოლოდ იმის გამო, რომ კანდიდატურა დავაყენე, წამოვიდა ბინძური კამპანია, სანამ კანდიდატურას დავაყენებდი, 2 კანდიდატი იყო და ერთმანეთს ესროდნენ ბინძურ სიტყვებს. მე მაქსიმალურად შევინარჩუნე პროფკავშირული ღირსება, რომ ერთმანეთის მიმართ არ ყოფილიყო ბინძური ლანძღვა. წინასწარ იყო გაჟღერებული, რომ ვინც კანდიდატურას წამოაყენებდა, ის ადამიანი იქნებოდა მოღალატე.

იმ პრობლემებზე, რაც რეალურად არსებობს, თვალის დახუჭვა არ შეიძლება. 
ჩემთვის მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე. უნდა მივხვდეთ იმას, რომ ერთი პიროვნება არ უნდა იყოს აქ და დარგებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა რეალური დამოუკიდებლობის, განვითარებისა და გაძლიერების,“ - ამბობს ამირან ზენაიშვილი. 

დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მას შემდეგ რაც დავით ოქიტაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თავჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავჯდომარე ამირან ზენაიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^