Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველად ქართულ პოლიტიკაში - „რესპუბლიკელები" არჩევნებში ღიად ლესბოსელ კანდიდატს წარადგენენ

15 სექტემბერი, 2017 11:51

რამდენიმე წუთში დაიწყება „რესპუბლიკური პარტიის" პრეზენტაცია, რომელზეც პარტია საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს წარუდგენს.

„ლიბერალის" ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად „რესპუბლიკელებთან" ერთად ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე იბრძოლებს. აღნიშნულ ცნობას „ლიბერალთან" საუბარში თავად კანდიდატი, ნინო ბოლქვაძე ადასტურებს. ის „რესპუბლიკელების" სიის ათეულში იქნება.

ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურადაა ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში. მისი თქმით, „ამ უფლებებისთვის ბრძოლის უკეთესი გზაა, თავად გახდე გადაწყვეტილებების მიმღები, ან შეეცადო მოიპოვო მხარდამჭერი, რომელიც ლგბტ თემის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს". 

„გამოვიდნენ, დაგვთვალონ - ნახევრად ხუმრობით ამბობს ნინო ბოლქვაძე „ლიბერალთან" საუბარში და ამატებს, რომ იდენტობის საკითხები არ არის მისთვის ერთადერთი თემა. „ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ, მწვანე პოლიტიკა, საფრთხეები განათლების მიღების დროს - როდესაც სკოლებში ასე გავრცელებულია ბულინგი, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ზიანის მომტანი დამოკიდებულებების მენეჯმენტი, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები", - ბოლქვაზე პარტიაში ამ და სხვა თემებზე იმუშავებს.

„რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ „ლიბერალს" განუცხადა: „გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ღიად ლესბოსელი ადამიანი ხდება კანდიდატი, ეს გაოცებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში".

როგორც კორძაია გვეუბნება, „პრობლემაა, რომ ეს უკვირთ. ნინო კომპეტენტური ადამიანია და ძალიან ბევრის გამკეთებელია სხვადასხვა სფეროში. მას უამრავ მნიშვნელოვან თემაზეც შეუძლია საუბარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი მგრძნობელობაც ამ თემის მიმართ. ასეთი მგრძნობელობის მქონე ადამიანი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს, რაც ვთვლით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მიზანს აბსოლუტურად ემთხვევა. რელიგიურ ქვეყნებში, მაგალითად, სერბეთში, ჰყავთ ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ იქ ეს საკითხი საუბრის თემა არ არის, იგი აირჩიეს პროფესიონალიზმის გამო. სექსუალური იდენტობა არ არის მთავარი, წამყვანი თემა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ სწორედ, ასე უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც".

რატომ შეარჩიეს „რესპუბლიკელებმა" ღიად ლესბოსელი კანდიდატი ► ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

„გამოდით, დაგვთვალეთ“ - ინტერვიუ რესპუბლიკელების ლგბტ აქტივისტ კანდიდატ ნინო ბოლქვაძესთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^