Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში პირველად გლობალური ბიზნესფორუმი გაიმართა

15 სექტემბერი, 2017 16:18

საქართველოს ბანკის, მხარადაჭერით და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით საქართველოში პრიველად გლობალური ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები,  ფორუმმა ასევე უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული საამიროების და თურქეთის ქვეყნებიდან. ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია გახლდათ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და გაეფართოვებინათ საქმიანი კონტაქტები.
 

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე საინტერესო გამოცდილების შესახებ სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 გამომსვლელემა ისაუბრა,  ისეთ თემებზე როგორიც არის: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში. გამომსვლელებმა ასევეც ჩაატარეს ე.წ მასტერკლასები დამსწრეთათვის, ფორუმის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები სადაც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საინტერესო და მათთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას გაცნობოდნენ. საქართველოს ბანკს, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მათ შორისაა პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს აფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა,   საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^