Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერია: პეკინის ქუჩაზე კილომეტრიანი ველობილიკი კეთდება

17 სექტემბერი, 2017 14:11

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე, 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი, იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება.

„დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი.  ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ როგორც ველოსიპედით მოსიარულეებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილია და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა . უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე  სამანქანო ნაწილი.  შესაბამისად 21 სექტემბრიდან , როცა ჩვენ საბოლოოდ გავხსნით პეკინის გამზირს დასრულდება ყველა სამუშაო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.  ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^