Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცეცხლის ტაძარი“ და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში

18 სექტემბერი, 2017 17:15

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს - „ცეცხლის ტაძარსა“ და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 

ნეკრესის ნაქალაქარის  „ცეცხლის ტაძარი” 1984-1993 წლებში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ტაძარი  ჩვ. წ. IV ს-ში არის დანგრეული. ძეგლის არქეოლოგიური გათხრისას მოპოვებული ნივთიერი მასალის ანალიზიდან გამომდინარე, მეცნიერთა ნაწილის აზრით, აღნიშნული უძველესი ნაგებობა მაზდეანური სარწმუნოების მიმდევარი საზოგადოების სამლოცველოს, ე.წ. „ცეცხლის ტაძარს“ წარმოადგენს. 

„ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის“ ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უადრესი სამნავიანი ტაძარი , რომელიც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე პერიოდში აშენდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^