Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წელს უკანონოდ 35 741 ძირი ხე მოიჭრა, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 2 615 475 ლარი შეადგინა

19 სექტემბერი, 2017 11:24

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით რეგიონული სატყეო სამსახურებისა და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა 2 474 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. 

მათგან 1 797 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტია, ხოლო სისხლის სამართლის - 677. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები სამართალდამცავ ორგნოებში შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა.

„უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ შეადგინა 18, 619, 49 მ3; უკანონოდ მოპოვებული რესურსის რაოდენობამ ძირობრივად შეადგინა - 35,741 ძირი; გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 615 475 ლარი, მათ შორის - ადმინისტრაციულ სამარალდარღვევის საქმეებზე - 261 950 ლარი, სისხლის სამართლის საქმეებზე - 2 353 525 ლარი", - ნათქვამია „ლიბერალისთვის" გაგზავნილ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 2017 წლის 01 იანვრიდან 14 სექტემბრამდე გამოავლინეს:

  • უკანონო ტყითსარგებლობის 1 103 ფაქტი;
  • ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 844 ფაქტი;
  • სულ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ შეადგინა 9780,97მ3

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^