გორსა და გომბორის ქედზე ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გორში, გორიჯვრის მთის ფერდობზე ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია და მიმდინარეობს სამუშაოები ლოკალიზებისთვის, ადგილზეა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ გომბორზეც, მთის ფერდობზე არის დაკვამლიანება და გასულია ჯგუფები მდგომარეობის გადასამოწმებლად.