Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე გახდა

20 სექტემბერი, 2017 10:40

საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან თავმჯდომარეობა ერთი წლით გადაიბარა. როგორც პრემიერმა განაცხადა, OGP-ის თავმჯდომარეობა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეებისა და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ოთხი მიზნის მიღწევა თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობა; OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას ამ ნდობისთვის და პარტნიორობის თავმჯდომარედ არჩევისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^