Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებზე გადაწყვეტილება მიიღო

20 სექტემბერი, 2017 11:32

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 აგვისტოს რკინიგზის დაპარტამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

აქციაზე სულ 10 პირი დააკავეს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 100 ლარით დაჯარიმდნენ (166-ე მუხლი) ირაკლი კუპრაძე და გიორგი დიასამიძე. სასამართლომ დაადგინა, რომ 173-ე მუხლით ადმინისტრაციული გადაცდომა არ ყოფილა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 300 ლარით დაჯარიმდა ცოტნე ცხვედიანი, 400 ლარით - გიორგი ჯოხაძე. 

დანარჩენი ექვსი მონაწილის მიმართ კი - ილია ლეჟავა, პაატა ნინუა, შალვა ადუაშვილი, გიორგი სოფრომაძე, გოჩა სურგულაძე, გიორგი ზაქაიძე, - სასამართლომ ადმინისტრაციული გადაცდომა არ დაადგინა და შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. 

„არცერთი ადამიანის მიმართ არ იკვეთებოდა დარღვევა და შესაბამისად ყველას მიმართ უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება. ჩვენ რა თქმა უნდა იმ ადამიანებთან მიმართებაში ვისაც დაუდგინდა დარღვევა, გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, აუცილებელია რომ მიეცეთ ამ უფლების განხორციელების საშუალება, არ შეეშალოთ ხელი ამ უფლების განხორციელებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ჩარევა, რაც განხორციელდა იყო გადაჭარბებული ძალის გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევას სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილება რომელიც მისაღები იყო და პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით იგივე დემონსტარციის მონაწილეების მიმართ სხვაგვარად გადაწყვიტა, ამ ნაწილში რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“,- უთხრა „ლიბერალს“ ადვოკატმა თამარ გაბისონიამ. 

შსს: რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე 10 პირია დაკავებული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^