Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულებისთვის უფლებების ჩამორთმევაზე სარჩელის არსებითი განხილვა იწყება

20 სექტემბერი, 2017 15:08

საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის უფლებების ჩამორთმევის საკითხზე სარჩელის არსებით განხილვას.

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რეგულაციას, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის, სანქციის სახით, დამატებით ითვალისწინებს გარკვეული უფლებების ავტომატურად ჩამორთმევას. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საქმიანობის უფლებების შეზღუდვას.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო, პოლიტიკური, აგრეთვე, კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებები, რომლებიც მათ განხორციელებასთან ერთად, არის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული, თავისი არსით, სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია, რაც გაუმართლებლად ზღუდავს პირის რიგ კონსტიტუციურ უფლებებს. 

საკონსტიტუციო სარჩელი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრმა" (EMC) „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" დახმარებით მოამზადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^