Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება

20 სექტემბერი, 2017 15:59

Facebook გვერდის - „დრო მიდის, კადრები კი რჩება“  ორგანიზებით, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის აქცია-პერფორმანსი გაიმართება. პერფორმანსი თბილისში, ყოფილ პარლამენტის შენობასთან 19:30 საათზე დაიწყება, ამის შესახებ „ლიბერალს" აქციის ორგანიზატორმა განუცხადა.

„პატრიოტთა ალიანსს აქვს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის - დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. 

.ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-ნატო-რუსეთის ასამოქმედებლად შეიქმნას შესაბამისი სახელმწიფო კომისია, შემდეგი შემადგენლობით: საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებისა და შერიგების მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, - აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

მოშიმშილეები საკონსტიტუციო ცვლილებს , სოციალური პრობლემების მოგვარებას და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვენ. 

3 სექტემბერს პრორუსი მოშიმშილეების წინააღმდეგ ასეთივე აქცია ლიტვაში გაიმართა, პერფორმანსის მონაწილეთა მაგიდაზე ქართული დროშებიც ჩანდა: 

">http://

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^