Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია

20 სექტემბერი, 2017 16:54

დღეს საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს ირაკლი მექვაბიშვილის ბიოგრაფია გააცნო და აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

„ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია. მას აქვს საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბატონი ირაკლი წლების განმავლობაში გახლდათ ეროვნული ბანკის მაღალი რანგის თანამშრომელი. წლების განმავლობაში მას ეკავა მაღალი პოზიციები კერძო სექტორში და დღემდე, მას ეკავა მაღალი თანამდებობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. ის გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი და მთავარი ბანკირი.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონმდებლობის თანახმად, გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ირჩევს.

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 80 ხმით აირჩია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^