Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Ministry of Data-ს ჰაკათონს წელს თბილისი უმასპინძლებს

21 სექტემბერი, 2017 16:50

2017 წლის 16-17 ნოემბერს ღია მონაცემების ჰაკათონი Ministry of Data გაიმართება. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, წელს ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.

ჟურნალისტებმა, კომუნიკაციის სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, სტატისტიკოსებმა,
დიზაინერებმა ან დეველოპერებმა, რომლებსაც აქვთ იდეა როგორ მოუძებნონ წლობით დაგროვებულ მონაცემებს ინოვაციური გამოყენება, უნდა ჩამოაყალიბონ 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი და მათთან ერთად შექმნან:

  • აპლიკაცია,
  • ვიზუალიზაცია
  • სხვა ციფრული ხელსაწყო

მონაწილეებს შეუძლიათ, აირჩიონ ტურიზმის ან სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები, რომლებიც Ministry of Data-ს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია ან თავად მოიძიონ სასურველი მონაცემები ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობაზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. 10 ოქტომბერს 3 ფინალისტი გუნდი გამოვლინდება.

ფინალისტ გუნდებს პროექტზე სამუშაოდ ექნებათ ერთი თვე, რომლის განმავლობაშიც მათ მენტორობას ForSet-ის გუნდი გაუწევს. გუნდები დაესწრებიან Datafest Tbilisi 2017-ს, სადაც თავიანთ იდეას ფართო აუდიტორიას წარუდგენენ და სომხეთის, ბელარუსის, მოლდავეთისა და უკრაინის ფინალისტ გუნდებს შეეჯიბრებიან.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 7500 აშშ დოლარია, რომელიც 3 გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდება.

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MinistryOfData_BlackSea

დამატებითი ინფორმაციისთვის მოიწონეთ ფეისბუქის გვერდი და ეწვიეთ ვებგვერდს.

საკონტაქტო პირი:

პროექტის კოორდინატორი საქართველოში

თეონა თომაშვილი

[email protected]

591188199

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^