Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა

21 სექტემბერი, 2017 17:55

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. 

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გვანცა ყუფარაძის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს ეყრდნობოდა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების დაკითხვის უფლება), თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, 2006 წლის ნოემბერში ყუფარაძე დააკავეს ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი დაჭრა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს ორი დანით დაესხნენ თავს. თუმცა თავად მსხვერპლის განცხადებით, მას თავს სწორედ ყუფარაძე დაესხა.

2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან -  ნახევარი პირობითი მსჯავრი. სასამართლომ გადაწყვეტილება ორი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ერთ-ერთ მათგანში აღნიშნული იყო, რომ მსხვერპლის ტანსაცმლის ქსოვილი ყუფარაძის ტანსაცმელზე აღმოჩნდა.  

ევროსასამართლოს პრესრელიზის მიხედვით, დაცვის მხარემ განაჩენი გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის თანახმადაც, თავდასხმა ორი და არა ერთი დანით განხორციელდა. 2007 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ ალტერნატიული ესპერტიზის დასკვნა არ მიიღო და განაჩენი ძალაში დატოვა. 2008 წლის სექტემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისი აპელაცია არ დააკმაყოფილა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, არასრულწლოვანთა ახალაშენებულ სექციაში გადაყვანამდე პატიმრობის პირველი რამდენიმე თვე ყუფარაძემ საკანში დაჰყო, სადაც რამდენიმე ზრდასრულ ქალ მსჯავრდებულთან ერთად იმყოფებოდა. 2009 წლის სექტემბერში არასრულწლოვან ქალთა საპატიმრო დაწესებულების მშენებლობის დასრულებამდე  სასჯელის გადავადების შესახებ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, ისევე, როგორც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი პატიმრობის პირობების შესახებ. ყუფარაძე პირობითი სასჯელით 2011 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლზე (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) დაყრდნობით, ყუფარაძემ გაასაჩივრა, რომ  სასჯელს იხდიდა ზრდასრულთა ციხეში და არა არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში; მისი სასჯელი არ გადაავადეს მსგავსი დაწესებულების მშენებლობის დასრულებამდე. ის ასევე ასაჩივრებდა პატიმრობის პირობებს, როდესაც  ციხის არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ სექციაში გადაიყვანეს, კერძოდ, საკნის გადატვირთულობას, ნესტს და გაუმართავ სავენტილაციო სისტემას. ამას გარდა, მე-6 მუხლის პირველი და მესამე (დ) პარაგრაფებზე დაყრდნობით (სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების დაკითხვის უფლება), ყუფარაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურა უსამართლოდ წარიმართა. 

როგორც ევროსასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.

სასამართლოს პრესრელიზის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^