Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: ჩაბეტონებული მტკვრის გახსნა, გაწმენდა და რეკრეაციულ ზონად ქცევა შესაძლებელია

21 სექტემბერი, 2017 21:20

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გარემოს დაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. მან ამომრჩევლებს წარუდგინა გეგმა, თუ  როგორ შეიცვლება ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობა მისი გამარჯვების შემთხვევაში. 

ელისაშვილის თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაა ჰაერის დაბინძურებით, რის გამოც გაზრდილია სიმსივნური დაავადებები. მისივე თქმით, პარკებსა და სკვერებთან მიმართებაში დადგინდება წითელი ხაზები, რითაც დეველოპერებს არ მიეცემათ საშუალება, რომ ეს ტერიტორიები აითვისონ. 

„ეკოლოგიური თვალსაზრისით, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ქალაქში არის კატასტროფული მდგომარეობა გადაუჭარბებლად. ჩვენ ვართ სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში მოწინავე, პირველი ქვეყანა მოწამლული ჰაერით და ამის გამო გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით“, -თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს თბილისში გამწვანებულია მხოლოდ 300 ჰექტარი ტერიტორია, ხოლო მისი პროგრამის მიხედვით, თუ დასახული გეგმა განხორციელდება, შესაძლებელია, დამატებით გამწვანდეს 900 ჰექტარი ტერიტორია. 

„თბილისში დღეს მთლიანად არის გამწვანებული 300 ჰექტარი. არადა,  ქალაქში არის ძველი ქარხნები და სამხედრო ტერიტორიები, ძველი დეპოები, ე.წ.  ბრაუნფილდები,  რომლებიც საწყობებად არის გადაქცეული. ერთია, რომ ესენი ანაწევრებს ქალაქს და მეორე - ისინი მიგდებულია. ასეთი ტერიტორია არის 1800 ჰა. ნაწილი მაინც რომ გადაიქცეს სარეკრეაციო ზონებად, მერე მას რომ დაემატოს რეკრეაციულ ზონებად ქცეული მდინარეების კალაპოტები, მაშინ არსებულ გამწვანებულ ტერიტორიას შეგვიძლია დავამატოთ დამატებით 900 ჰექტარი მწვანე ტერიტორია, რაც დაგვაბრუნებს 30 წლის წინანდელ მონაცემებზე.“,- განაცხადა ელისაშვილმა პროგრამის პრეზენტაციაზე. 

მისი თქმით, ქალაქს აქვს დიდი რესურსი მდინარეების, განსაკუთრებით კი მდინარე მტკვარის სახით, რომელიც გამოუყენებელია, რადგან ისინი დაბინძურებულია. 

„მიწისქვეშა კომუნიკაციებში არის ორი ქსელი, სანიაღვრე და საკანალიზაციო. სანიაღვრე წყალი ჩადის მტკვარში, წესით ის მეტ-ნაკლებად ბინძური უნდა იყოს. რაც შეეხება კანალიზაციას, იდეაში მდინარის გასწვრივ არის ორი დიდი კოლექტორი, რომელსაც კანალიზაცია უნდა გაჰქონდეს გარდაბანში, სადაც გამწმენდი სადგური უნდა იყოს და შემდეგ ჩაეშვას მტკვარში. მაგრამ რა ხდება ჩვენთან? ამ ურბანული ქაოსის შედეგეად, ამ მშენებლობების შედეგად საკანალიზაციო მილები ვერ უძლებს ამ დატვირთვას. დეველოპერები საკანალიზაციო სისტემას სანიაღვრე სისტემაზე აერთებენ. ამიტომ კანალიზაცია ჩადის მტკვარში“ ,-თქვა ელისაშვილმა. 

ელისაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს გამწმენდი სადგურები და კომპანია GWP-ს  ვალდებულებულება აქვს,  რომ 2018 წლამდე გარდაბნის გამწმენდი საკანალიზაციო სადგური აამოქმედოს. 

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ მტკვრის გახსნა, გაწმენდა და რეკრეაციული ზონად ქცევა შესაძლებელია.  „თუ მსოფლიოს ქალაქებმა შეძლეს და დაბეტონებული მდინარეები გახსნეს, გაწმინდეს და ქალაქის ცხოვრებაში ჩართეს, ეს თბილისშიც არის შესაძლებელი გამწმენდი ნაგებობის გაკეთების შემთხვევაში“, - განაცხადა ელისაშვლმა გარემოს დაცვის პროგრამის პრეზენტაიაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^