Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების სამინისტრო: სკოლაში „ქართული ოცნების“ დროშის დაკიდების საკითხს აუდიტი მოიკვლევს

22 სექტემბერი, 2017 15:17

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებშიც ჩანს, რომ მუხურას საჯარო სკოლაში „ქართული ოცნების“ დროშა კიდია, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოიკვლევს. 

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისა და პოლიტიკური აგიტაციისგან. აღნიშნული ფოტოების ავთენტურობას მოიკვლევს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა სკოლის ტერიტორიაზე დროშის არსებობა, სამინსტრო შესაბამის ზომებს მიიღებს", - განუცხადეს „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების „ქართული ოცნების" დროშებით გადაღებული ფოტოები. სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზეც მოკვლევა დაიწყო. მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა.

ჯეჯელავა: დაისჯება ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დაუშვა

კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება დაუშვებელია.

მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები

სახელმწიფო უზრუნველყოფს: გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

მარიამ ჯაში: არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^