Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებისა და სკოლების თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ადვოკატირების კამპანია იწყება

22 სექტემბერი, 2017 19:45

საზოგადოებისა და სკოლების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ოქტომბრიდან საქართველოს ექვს რეგიონში ადვოკატირების კამპანია იწყება. ადვოკატირება რეგიონებში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად.

ადვოკატირებაში კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სკოლები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდული ჯგუფები იღებენ მონაწილეობას.

თემურ სუყაშვილი მერნეულის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. მან ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მარნეულში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. „ბავშვები ბავშვებისთვის“,- ასე ჰქვია პროექტს, რომლის მთავარი მონაწილეებიც სკოლის მოსწავლეები იქნებიან, ისინი პატარა „ტრენერები“ იქნებიან, რომლებიც ადვოკატირებას გაუწევენ მარნეულის რაიონში ბავშვთა შრომის პრობლემის მოგვარებას.

„ჩვენი რაიონისთვის დიდი პრობლემაა ბავშვთა შრომა, რის გამოც ბავშვები ან საერთოდ ტოვებენ სკოლას, ან სეზონურად აცდენენ გაკვეთილებს, ამიტომ მათი აკადემიური მოსწრება უარესდება. პროექტის ფარგლებში ბავშვები იმ სოფლებს მოივლიან, სადაც ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას, მოსწავლეები ჯერ თავადვე კარგად შეისწავლიან პრობლემას, რაც დაეხმარებათ მათ სხვებსაც მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ბავშვთა შრომასთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- ამბობს თემურ სუყაშვილი.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯგუფები სკოლებში ისეთი საკითხების ადვოკატირებას გეგმავენ როგორიცაა წიგნიერება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სახელმწიფო ენის სწავლების გზით ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება, სკოლებში სოციალური მეწარმეობის განვითარება და სხვა.

საზოგადოება უფრო ახლოს უნდა იყოს განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ამბობს პროექტის განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში წვლილის შეტანაა, იმგვარი მოქალაქეების აღზრდაა, რომელთაც გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა ამ საზოგადოების წინაშე. თუმცა, მისივე თქმით, დღესდღეობით სკოლებსა და უნივერსიტეტებს უჭირთა ამ მიზნის მიღწევა.

„თუ გვინდა რომ ცვლილებები მოხდეს განათლების სისტემაში და საზოგადეობაში,  ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება. სკოლებმა უნდა ისწავლონ საკუთარი პრობლემების გადაჭრა. მრავალი წლის განმავლობაში სკოლა ელოდება იმას თუ როგორ გადაჭრის მის პრობლემას ვიღაც სხვა. კითხვაზე თუ ვინ უნდა გადაჭრას სკოლებში არსებული პრობლემები, ხშირად მასწავლებლებისა და მოსწავლეების პასუხია, რომ ეს სამინისტრომ უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ ამ ლოდინში ძალიან ბევრი შესაძლებლობა იკარგება.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია მონაწილეთა თანაბარი ჩართულობა. ეს არის  ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი ზოგადი განათლების სიტემის დეცენტრალიზაციის. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება მიიღებოსდეს რაც შეიძლება ქვედა რგოლზე და რაც შეიძლება  მეტი მხარდაჭერა იყოს გარედან“,- ამბობს სიმონ ჯანაშია.

პროექტს- სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^