Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა

22 სექტემბერი, 2017 21:01

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშრებით ვენეციის კომისიისგან წინასწარი დასკვნა მიიღო. 

მისი თქმით, კომისიის მხრიდან დადებითად არის შეფასებული  საკონსტიტუცო რეფორმის პროცესი, დადებითად არის შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. 

„საქართველოს პარლამენტმა დღეს მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.  აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა  საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციის, გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ”, - განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, ვენეციის კომისია ასევე დადებითად აფასებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა  ქვეყნის გადასვლა არაპირდაპირ პრეზიდენტის არჩევის წესზე და მისი თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. 

„ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები. უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის თავი და ა.შ.”, - განაცხადა კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას და ესენია, მაგ: რეგიონული პარტიების აკრძალვა. ის, რომ პარლამენტი არ უნდა და მონაწილეობდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების განმწესების პროცესში.   ასევე კომისიის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^