Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა

25 სექტემბერი, 2017 10:42

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა - ქრისტიან-დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ალიანსმა ხმათა 33% მიიღო, რაც ბოლო 70 წლის მანძილზე პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგია, თუმცა პარლამენტში ყველაზე დიდ წარმომადგენლობას მაინც აძლევს. 

BBC-ის ინფორმაციით, კოალიციის წევრი სოციალ-დემოკრატები, რომელთაც 20,5% მიიღეს, ამბობენ, რომ ამ ისტორიული მარცხის შემდეგ ოპოზიციაში გადავლენ. 

ნაციონალისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" 12,6% მიიღო - მას მესამე ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, პარტიის ოფისთან ბერლინში დემონსტრანტები ლტოლვილთა მხარდამჭერი ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ.

თავისუფალმა დემოკრატებმა 10,7% მიიღეს, „მემარცხენეებმა" - 9,2, ხოლო მწვანეებმა - 8,9.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე იმუშავებს და მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^