Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ილიაუნის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ

25 სექტემბერი, 2017 12:06

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ და ლექტორების უნივერსიტეტში დაბრუნებას მოითხოვენ. იმავდროულად აცხადებენ, რომ ბიზნესის სკოლის დეკანი, ნინო პატარაია თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს. სტუდენტები, მათივე მოთხოვნით, რექტორს შეხვდნენ. 

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ: 

„ჩვენი მოწვეული ლექტორები წინა სემესტრში გახდნენ სხვადსხვა კერძო უნივერსიტეტების პროფესურა, რის გამოც ბიზნეს ფაკულტეტმა გადაწყვიტა რომ მათ მაგივრად სხვა მოწვეული ლექტორები მოეყვანა და ჩაერთო სასაწავლო პროცესში. მიუხედავად ამისა, დღეს ბიზნეს ფაკულტეტზე, 15 აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულია კონკურსი. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს ამ მოწვეულ ლექტორებს აქვთ შესაძლებლობა შემოიტანონ საბუთები, წარმატების შემთხვევაში გახდნენ ჩვენი პროფესურა.

ოღონდ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ რომ აფილირებული იყვნენ მხოლოდ ჩვენს უნივესრიტეტთან, არცერთ სხვა უნივერსიტეტთან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ რადგან მივიჩნვთ, რომ აკადემიური იდენტობისათვის უნივერსიტეტში ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდეს ჩვენი ადგილობრივი აკადემიური პერსონალი. ეს არის უნივესრიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც გამოწვეულია მათ შორის ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტების მიხედვით“,- განაცხადა გიგა ზედანიამ.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისას მათ მიერ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ. ამიტომ ისინი პროტესტს განაგრძონებ ორი მთავარი მოთხოვნით,- უნივერსიტეტში დაბრუნდნენ მათი ინფორმაციით 25-მდე გათავისუფლებული ლექტორი, თანამდებობა დატოვოს ბიზნესის სკოლის დეკანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^