Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ალბათ გაეპარათ ბავშვი და გადახტა" - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის განმარტება

25 სექტემბერი, 2017 13:24

თბილისში, ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. როგორც „რუსთავი 2-თან" საუბარში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რთულია. თორდინავას თქმით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან, ჩვენი აღსაზრდელი,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

თორდინავა არ გამორიცხავს, რომ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ბავშის მეთვალყურეობა ევალებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკვლევა. თორდინავას განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები ბაღში უკვე მივიდნენ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პასუხი დაახლოებით, ორ საათში იქნება ცნობილი და მისი თქმით, ამის შემდეგ „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^