Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: თურქმა მებაჟემ ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა

25 სექტემბერი, 2017 14:41

„თურქი მებაჟეებიდან ერთ-ერთმა მათგანმა ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობილური წამართვა, ცდილობდნენ, რომ ჩემი ოპერატორი გადაეყვანათ და შეეყვანათ მათ მხარეს, რომ უკვე მათი იურისდიქცია ყოფილიყო ძალაში, დამიწყეს  ცემა“, - აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი „ლიბერალთან“ საუბარში

დღეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე აცხადებდა, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხეს. მოქალაქეები მებაჟეთა მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობდნენ. აღნიშნული ამბის გადასამოწმებლად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ოპერატორთან ერთად ცდილობდა საზღვრის გადალახვას. 

„გადავედით, გავიარეთ ქართული მხარე და როდესაც ნეიტრალიტეტში დავდექით, ქართული პოლიცია გვეუბნებოდა, რომ არ გადაგვეღო ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დავემორჩილეთ და არ ვიღებდით, ამ დროს „თურქმა მებაჟეებმა დაიწყეს ჩვენი ოპერატორისთვის კამერის ჩამორთმევა, ნეიტრალურ მხარეს ვიყავით და ცდილობდნენ, ოპერატორი თურქულ მხარეს გადაეყვანათ, ერთადერთი რაც მომაფიქრდა, როდესაც შევხედე, რომ იძაბებოდა სიტუაცია, ჩავრთე Facebook ლაივი.“, - ამბობს ჯენი კვანტალიანი

„პირადობას არ მიბრუნებდნენ, დამცინოდნენ ამ ცემის შემდეგ, ქართველი პოლიციაც იქ იდგა და ვეძახოდი, რომ ჩარეულიყვნენ. ხალხმა ეს გააპროტესტა და მოითხოვდნენ, ჩემთვის პირადობა დაებრუნებინათ, აქ მასობრივ არეულობას დავიწყებთო, ხალხი პროტესტის ნიშნად აღარ გადავიდა თურქულ მხარეს და ყველა დადგა ჩემს გვერდით და ამ დროს გამოვიდნენ და დამიბრუნეს პირადობა, ოღონდ მითხრეს, გადმოდი და ისე აიღეო. ბუნებრივია, არ გადავედი და ისე არ გამოვართვი და ნეიტრალურ ხაზთან გამოვართვი“, - იხსენებს კვანტალიანი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ უკვე მიმართეს როგორც ქართულ, ისე თურქულ მხარეს, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^