Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით მესამე მოსმენის პროცესში არაფერი შეიცვლება

25 სექტემბერი, 2017 18:55

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით მესამე მოსმენის პროცესში არაფერი შეიცვლება. 

"მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, შესაბამისად, შინაარსს ვერ შევეხებით. რაც შეეხება ჩარევის საფუძვლების დაკონკრეტებას, ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები და ეს გაკეთდა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა. აქ საუბარია ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას. კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თუ ერთ მხარეს დგას სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორე მხარეს დგას რწმენის ინდივიდუალური თავისუფლება, უპირატესობა უპირობოდ უნდა მიენიჭოს რწმენის თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. ეს შეიძლება გახდეს შემდეგი კანონპროექტის ერთ-ერთი მსჯელობის საგანი. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ორგანიზაციებთან და ჩვენ თუ დაგვიმტკიცებენ იმას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რწმენის თავისუფლებას კონკრეტულ შემთხვევებში, მაშინ შეგვიძლია, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ავსახოთ კონსტიტუციაში. თუმცა, ეს უნდა დაგვისაბუთონ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც პარლამენტს მოუწოდეს, რომ არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების გაუმართლებებლი საფუძვლებით შეზღუდვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

წულუკიანის თქმით, ნარკოპოლიტიკაზე უწყება ...

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს" ...
17 იანვარი
17 იანვარი

პროკურატურა: პრეზიდენტის განცხადებები კო ...

„გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე ...
17 იანვარი
17 იანვარი

გახარია წულუკიანს მოუწოდებს, ნარკოპოლიტი ...

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებს, რომ „ნარკომანიასთან ბრძოლის უწ ...
^