Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

25 სექტემბერი, 2017 19:45

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ" თანამდებობიდან გაათავისუფლა. ხვალ სამსახურს დატოვებენ აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეც - ამის შესახებ „ლიბერალს" „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" დირექტორმა თემურ თორდინავამ განუცხადა.

ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დღეს მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგის სააგენტოს მოკვლევით, ინციდენტი უყურადღებობამ გამოიწვია.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

„მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა. ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას", - განაცხადა სერგეენკომ. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე უკვე აღიძრა გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^