Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სარფის საბაჟოზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტზე სავარაუდო ძალადობას შსს იძიებს

25 სექტემბერი, 2017 19:56

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ჯენი კვანტალიანის მიმართ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

„თურქი მებაჟეებიდან ერთ-ერთმა მათგანმა ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობილური წამართვა, ცდილობდნენ, რომ ჩემი ოპერატორი გადაეყვანათ და შეეყვანათ მათ მხარეს, რომ უკვე მათი იურისდიქცია ყოფილიყო ძალაში, დამიწყეს  ცემა“, - აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი „ლიბერალთან“ საუბარში.

დღეს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე აცხადებდა, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხეს. მოქალაქეები მებაჟეთა მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობდნენ. აღნიშნული ამბის გადასამოწმებლად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი ოპერატორთან ერთად ცდილობდა საზღვრის გადალახვას. 

ვრცლად: „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: თურქმა მებაჟემ ხაზი გადმოკვეთა და ხელები გადამიგრიხა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^