Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: „თბილსერვის ჯგუფს" 3 მლნ-მდე ღირებულების საახალწლო დეკორაციების უტენდეროდ შეძენა სურს

25 სექტემბერი, 2017 22:16

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფს" სურს, 3 მლნ ლარამდე ღირებულების საახალწლო განათებები და აქსესუარები ტენდერის გარეშე, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის წესით შეიძინოს. ამის მიზეზად „თბილსერვის ჯგუფი" სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებას ასახელებს. 

საია-ში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე თანხმობა შემდეგ გარემოებათა გამო:

„- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულებას. ასევე, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. „თბილისერვის ჯგუფისათვის“ გამარტივებული სახელმწიფო შეყიდვის თაობაზე თანხმობის გაცემით კი, დაირღვევა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები;

- „თბილისერვის ჯგუფის“ ა.წ. 22 სექტემბრის კორესპონდნეციიდან არ ირკვევა, თუ რატომ დასჭირდა შპს-ს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება და არა ელექტრონული ტენდერი მაშინ, როდესაც თბილისში, 2017-2018 წლების საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების კომისია ჯერ კიდევ 2017 წლის 16 ივნისს შეიქმნა;

- ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე განცხადებით სააგენტოს ა.წ. 22 სექტემბერს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტომ გადაწყვეტილება არაუგვიანეს ა.წ. 27 სექტემბერს უნდა მიიღოს. სააგენტოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საჭიროა ასევე თანხმობის მიღება საქართველოს მთავრობიდან. კომპანიისათვის ამ ეტაპზე უცნობი უნდა იყოს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო ისევე, როგორც მთავრობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესყიდვაზე თანხმობების გაცემის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი შესაძლოა შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში ვერ განხორციელდეს, როგორც აღნიშნულის შესახებ კომპანია მიუთითებს. 

საია მიიჩნევს, რომ აუცილებელად უნდა შეწყდეს  არსებული პრაქტიკა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებენ ისეთი ღონისძიებებისთვის,  რომელთა თარიღები წინასწარ, დიდი ხნით ადრე არის ცნობილი. სახელმწიფო შესყიდვების ნორმალური დაგეგმვისა და კვალიფიციური სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში, ასეთი შესყიდვების ელექტრონულად განხორციელება შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას კონკურენტული გარემო, დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციული რისკები. შესაბამისად, ასეთ დროს მინიმუმადე მცირდება ალბათობა, რომ მიმწოდებელ კომპანიად რომელიმე ფავორიტი კომპანია იქნეს შერჩეული.

მოვუწოდებთ შპს „თბილსერვის ჯგუფს“, რომ აღნიშნული შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. თავის მხრივ კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ, შპს „თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცენ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე თანხმობა" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^