Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგნის „მე და საზოგადოების“ საპილოტე რეჟიმში სწავლება იწყება

26 სექტემბერი, 2017 12:39

მიმდინარე კვირიდან თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საგან „მე და საზოგადოების“ საპილოტე რეჟიმში სწავლება დაიწყება.

როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, საერთო ჯამში საპილოტე რეჟიმში სწავლება საქართველოს 15 საჯარო სკოლაში დაიწყება, თუმცა  საპილოტე პროგრამა არ გულისხმობს მხოლოდ „მე და საზოგადოების“ საგნის დანერგვას. აღნიშნული საგნის დანერგვა მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. როგორც ჩიქობავა განმარტავს, აღნიშნულ სკოლებთან საპილოტე რეჟიმში დაინერგება ყველა ის სიახლე, რასაც განახლებული ეროვნული სასაწავლო გეგმა ითვალისიწნებს, რათა სკოლები მზად შეხვდნენ სიახლეებს, უწყებას კი დროულად ჰქონდეს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც სიახლეების დანერგვისას შეიძლება წარმოიშვას.

როგორც მარიამ ჩიქობავა ამბობს, რაკი „მე და საზოგადოებამ“ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, სკოლამ ისე დაგეგმა პირველი გაკვეთილი, რომ მასში სკოლის მოსწავლეთა მშობლებიც ჩართვებიან.

„მე და საზოგადოებისთვის“ სახელმძღვანელოები ჯერჯერობით მომზადების პროცესშია, ამიტომ, როგორც მარიამ ჩიქობავა განმარტავს, საპილოტე სკოლების პედაგოგებმა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თავად მოამზადეს სასაწავლო რესურსი, რომელსაც გაკვეთილზე გამოიყენებენ.

„პედაგოგებმა  თვითონ მოიძიეს ყველა ინფორმაცია, სასწავლო რესურსი, თვითონვე შეიმუშავეს ყველა აქტივობა და დაგეგმეს სასწავლო პროცესი.  რეალურად, სახელმძღვანელო არის მხოლოდ ერთ-ერთი დამხმარე მეთოდი და არა სასაწავლო მიზანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პედაგოგები თავად იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ თვითონვე შექმნან სასწავლო რესურსი იმ პირობებში, როცა დაბეჭდილი სახელმძღვანელო ჯერ არ აქვთ. როცა სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, მომდევნო სასაწავლო წლიდან იმასაც გამოიყენებენ“, - ამბობს მარიამ ჩიქობავა.

მისივე თქმით, საგნისთვის მიმდინარე სასწავლო წელს ცალკე საათი არ გამოიყოფა, ამიტომ „მე და საზოგადოება“ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარდება.

მომდევნო სასწავლო წლიდან „მე და საზოგადოება“, როგორც სავალდებულო საგანი ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. ამ დროისთვის უკვე მზად იქნება სახელმძღვანელოებიც, რომლებიც მოსწავლეებს დაურიგდებათ.

საგანი „მე და საზოგადოება“ სკოლებში მიმდინარე სასწავლო წელს უნდა დანერგილიყო, თუმცა, განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა ვერ მოესწრო, ამიტომ ამ საგნის სკოლებში დანერგვა ერთი წლით გადაიდო. 

საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნები, -  „მე და საზოგადოება" მე-3 და მე-4 კლასებისთვისაა განკუთვნილი; „ჩვენი საქართველო" კი - მე-5 და მე-6 კლასებისთვის.

უნდა დანერგილიყო თუ არა საქართველოს საჯარო სკოლებში საგანი "მე და საზოგადოება", აქტიური დისკუსიის საგანი იყო თვეების განმავლობაში. საგნის შინაარსისა და მიზნების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს საპატრიარქო. საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ვასაძე იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტ ...

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გ ...

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებ ...

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  პირველი პრემია: ლია ლიქოკელი მეორე პრე ...
^