Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული ბანკი: ინტერნეტში ფასიანი ქაღალდების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება

26 სექტემბერი, 2017 17:27

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. 

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს  აფრთხილებს, რომ:
1.ეროვნული ბანკის, ან რომელიმე სხვა უწყების მიერ, არ ხდება ფასიანი ქაღალდის სერტიფიცირება, ან რამე სხვა ფორმით მისი ხარისხის შეფასება;
2.ეროვნული ბანკი ახდენს მხოლოდ პროსპექტის ფორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონის მოთხოვნასთან და არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე; ამასვე მიუთითებს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის, ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ"3.ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება ემიტენტისათვის რაიმე რისკის დაზღვევა, ან ნომინალის განსაზღვრა;
4.ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფასიანი ქაღალდი, ემისიის პროსპექტის თანახმად, წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის  შესაბამისად, ემიტენტი ვალდებულია პოტენციურ ინვესტორს წარუდგინოს დამტკიცებული ემისიის საბოლოო პროსპექტი და არა სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს, "- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^