Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის მოადგილეს ხვდებიან

29 სექტემბერი, 2017 18:25

ილიაუნის სტუდენტები რექტორის მოადგილეს, ნინო დობორჯგინიძეს ხვდებიან. სტუდენტების განმარტებით, მათ რექტორის მოადგილეს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ლექტორის შესახებ, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ ის დატოვებდა უნივერსიტეტს, თუკი უარს არ იტყოდა სხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე. სტუდენტები ამბობენ, რომ ლექტორის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. 

შეხვედრის დასრულების შემდგომ, აქციის მონაწილემ ნიკა გვაზავამ, „ლიბერალს“ უთხრა, რომ სტუდენტების მოთხოვნების უცვლელია და ისინი ბრძოლას აგრძელებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან 25 ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ რომ ლექტორები უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და მათ დაბრუნებას მოითხოვენ. ასევე მოითხოვენ ბიზნესის სკოლის დეკანის, ნინო პატარაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ლექტორების უნივერსიტეტიდან გაშვების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ უნივერსიტეტისა და ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტებით ახსნა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის პროფესორები არ უნდა იყვნენ აფილირებულნი სხვა უნივერსიტეტებთან.

„ჩვენი მოწვეული ლექტორები წინა სემესტრში გახდნენ სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტის პროფესურა, რის გამოც ბიზნესფაკულტეტმა გადაწყვიტა, მათ მაგივრად სხვა მოწვეული ლექტორები მოეყვანა და ჩაერთო სასაწავლო პროცესში. მიუხედავად ამისა, დღეს ბიზნესფაკულტეტზე, 15 აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულია კონკურსი. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს ამ მოწვეულ ლექტორებს აქვთ შესაძლებლობა, შემოიტანონ საბუთები და წარმატების შემთხვევაში გახდნენ ჩვენი პროფესურა.

ოღონდ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ, რომ აფილირებულნი იყვნენ მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტთან, არც ერთ სხვა უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან მივიჩნვთ, რომ აკადემიური იდენტობისათვის უნივერსიტეტში ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდეს ჩვენი ადგილობრივი აკადემიური პერსონალი. ეს არის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც გამოწვეულია მათ შორის ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა გიგა ზედანიამ.

რატომ გაათავისუფლეს ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტიდან ლექტორები

LIVE ► ილიაუნის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტ ...

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გ ...

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებ ...

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  პირველი პრემია: ლია ლიქოკელი მეორე პრე ...
^