Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფაროსანასთან საბრძოლველად მოსახლეობას 230 ათასი ლიტრი პრეპარატი და ხაფანგები დაურიგდება

30 სექტემბერი, 2017 17:36

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების  და ფერომონების (მოსაზიდი ხაფანგების) გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების   მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს.

"მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელსაც პრეპრატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო.  შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე ეცნობიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოსახლეობას  პრეპარატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციებსაც აძლევენ.  შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურან ჩეკურაშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები   ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებებში გაეცნენ. აღინიშნა, რომ პრეპარატების დარიგების პარალელურად გაგრძელდება მავნებლის გავრცელების მონიტორინგი და აქტიური საინფორმაციო კამპანია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს. სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო თითოეულ ოჯახს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს  გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა". - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 აპრილი
18 აპრილი

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თან ...

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესა ...
18 აპრილი
18 აპრილი

აშშ-ის საელჩო: თვალყურს ვადევნებთ აჭარის ...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძ ...
18 აპრილი
18 აპრილი

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თავშეს ...

შიანაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუდის არაბეთის მოქალაქეებიის,  მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებს შსს-ს  მიგრაცი ...
^