Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკა

02 ოქტომბერი, 2017 18:22

დღეს სახალხო დამცველის ინიციატივით, გაიმართა საჯარო დებატები თემაზე: „თვითთმართველობის არჩევნების გენდერულ პოლიტიკა“.

შეხვედრა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმაზე, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში სერიოზული გამოწვევებია. ომბუდსმენმა  ხაზი გაუსვა, რომ არასაკმარისია პოლიტიკური ნება როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ხელისუფლების მხრიდან.

„უფრო მეტიც ჩვენ ხშირად ვაწყდებით ქალთა შესაძლებლობების თუ როლის დაკნინებას პოლიტიკურ სივრცეებში სხვადასხვა, პოლიტიკურად აქტიური პირების მიერ“, - ამბობს ომბუდსმენი.  

მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი წლებია, მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით ისეთი დროებითი ზომის შემოღებას, როგორიცაა გენდერული კვოტირება.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ წარმომადგენელი თეონა ყუფუნია. მან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 1998 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით არაფერი შეცვლილა, ყველაზე მეტი ქალი წარმომადგენელი სწორედ ამ წელს იყო - 14%. მას შემდეგ კი ეს რიცხვი დაეცა და 10-დან 11%-მდე მერყეობს.

როგორც თეონა ყუფუნიამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს დაისვა რამდენიმე შეკითხვა გენდერული თანასწორობის შესახებ. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ ვინ შეასრულებს უკეთესად საქმეს სხვადასხვა თანამდებობაზე,  იქნება ეს მერის თანამდებობა, საკრებულოს თუ პარლამენტის წევრობა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, 58%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქმეს ქალიც და კაციც თანაბრად შეასრულებს.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ხრიკაძემ გენდერულ სტატისტიკაზე ისაუბრა.

ოქტომბრის არჩევნებში მოქალაქეები ირჩევენ თბილისის თვითმმართველი ორგანოს - საკრებულოს 50 წევრს, აქედან 25 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, 25-ს - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე;

ასევე, თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) 63 საკრებულოს 2008 წევრს, აქედან 945 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 1063 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. 5 თვითმმართველი ქალაქის მერს და 59 თვითმმართველი თემის მერს.  

ცესკოს სტატისტიკის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია  3 მილიონ 442 ათას 455 ადამიანი, მათგან უმრავლესობა 53.76% ქალია.

პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან  63.12% კაცია, 36.88% ქალი. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, წარდგენილი კანდიდატებიდან 83.70% კაცია, 16. 30% - ქალი.

პოლიტიკური პარტიების/ბლოკების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 83.26% კაცია, 16.74% - ქალი.

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან  მხოლოდ 21.15%-ია ქალი.

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, ქუთაისში მერობის წარდგენილი 10 კანდიდატიდან არცერთი არ არის ქალი, ბათუმში 9 კანდიდატიდან ერთი ქალია, რუსთავში 13 კანდიდატიდან - 5  ქალი, ფოთში 7 კანიდატიდან - 3 ქალი.

გენდერული სტატისტიკის გაცნობის შემდეგ შეხვედრაზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა და „გენდერული თანასწორობის ქსელის“  წარმომადგენელმა მაია კუპრავა-შარაშენიძემ გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ კანონპროექტის კომიტეტებში წარმატებით განხილვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მსვლელობა მიეცემა.

 „ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოსთვის კვლავ რჩება, განუვითარებელი პოლიტიკური პარტიები; პარტიები, რომელთაც არ აქვთ დემოკრატიული გზა და დემოკრატიული მმართველობის სისტემა. დღემდე ჩვენთვის გამოცანაა და ვერ ვიგებთ, როგორ ადგენენ ისინი პარტიულ სიებს. არ ვიცით, რა პრინციპით ხდება კანდიდატის დასახელება, ვერანაირი საზომით ვერ გავერკვიეთ ამაში. პარტიებში ბუნებრივი პროცესით გადარჩევა და ქალების დაწინაურება შეუძლებელია, ამიტომ გვჭირდება სავალდებულო გენდერული კვოტები, - ამბობს მაია კუპრავა -შარაშიძე.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) მიერ წარდგენილ ინიციატივას ხელს  37 ათასი ამომრჩეველი აწერს.

ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, პარტიები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას 50%-იანი გენდერული კვოტა დაიცვან და ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.

ცვლილებების შემთხვევაში პარლამენტში (150 წევრიდან) ქალების რაოდენობა არანაკლებ 38 იქნება და, საბოლოოდ, ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ.

ამჟამად პარლამენტში ქალების 16%-იანი წარმომადგენლობაა.

გენდერული უთანასწორობის გლობალური  ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

NDI-მ თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით,&n ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

კაშია ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ...

არნემის „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

ჯოზეფ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პ ...

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი კედლებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავ ...
^