Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი ქვეყნისთვის ეშმაკთანაც დავდებ ხელშეკრულებას" - „პატრიოტების“ შიმშილობის მე-16 დღე

03 ოქტომბერი, 2017 20:58

თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის წინ მეთექვსმეტე დღეა, „პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილეთა აქცია მიმდინარეობს. პარტიას ხელისუფლებასთან ცხრა ძირითადი მოთხოვნა აქვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან დოლიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია რუსეთთან დიალოგის წამოწყება: „ვერ გავიგე, რატომ ვარ ჩემი ქვეყნის მტერი, თუ რუსეთთან დიალოგი მინდა. მინდა, ვესაუბრო ჩემი ქვეყნის ტერიტორიებზე - რაღაც დამითმოს, უკან დამიბრუნოს; ვკითხო, რისი მიღება სურს ჩემგან ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. ეშმაკთანაც დავდებ ხელშეკრულებას ჩემი ქვეყნის ტერიტორიებისთვის".

პარლამენტის წინ აქციის მეთექვსმეტე დღეს 8 ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეები ჩივიან, რომ პოლიცია, ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს. „სულ ჯდომა ხომ არ შეგვიძლია. არადა, უფლება არ გვაქვს რამე გავშალოთ. ქოლგებს ვიფარებთ წვიმაში, მაგრამ ფეხები მაინც ხომ გვისველდება?! არც სავარძლებს გვადგმევინებდნენ, კიბეზე ჩამოჯექითო", - ამბობს ქეთევან დოლიძე.

„პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობას 22 ოქტომბრამდე აპირებს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არჩევნებიც გაყალბდება, პარტია საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

WNM შს მინისტრს: ვიმედოვნებთ, მმართველობ ...

„ვიმედოვნებთ, სამინისტროში მმართველობის ცვლილება არ შექმნის თუნდაც ტექნიკურ შეფერხებას და საბოლოოდ შევძლებთ პოზიცი ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომო ...

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტე ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს წევრებმა მერის მოადგილეების პოსტზე ირაკლი ხმალაძე,& ...
^