
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში დღეს ჩამოიტანეს. 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე".
სანდრო ბოტიჩელის „ვენერა" 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას'' კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი „ვენერაა'' ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება.