Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს გადაეცა

04 ოქტომბერი, 2017 19:08

ნობელის პრემია ქიმიაში სამმა მეცნიერმა კრიო-ელექტორნული მიკროსკოპიის შექმნისთვის მიიღო. ჟაკ დუბოშემ, იოახიმ ფრანკმა და რიჩარდ ჰენდერსონმა პირველებმა შეძლეს ბიომოლეკულების სტრუქტურის ვიზუალიზაცია და დაკვირვება ისეთ ვირუსებზე, როგორიცაა, მაგალითად ზიკას ვირუსი.

კრიო-ელექტრონული მიკროსკოპია საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ ბიომოლეკულებს, რომლებსაც ძალიან სწრაფად ყინავენ და ამის გამო, ბაქტერიები და ვირუსები ნატურალური ფორმებს ინარჩუნებენ. ახალი მეთოდის გამოყენებით მეციერებმა შეძლეს გაეკეთებინათ ისეთი პროცესების ვიზუალიზაცია, რომლებიც აქამდე არავის უნახავს.

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის სარა ლინსის თქმით, რომელიც შესარჩევი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, გამოგონება ბიოქიმიაში რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს. "მალე საიდუმლოებები აღარ იქნება. ჩვენ შევძლებთ თითოეულ უჯრედში ნებისმიერ მოლეკულაზე დაკვირვებას. ყველა ჩახლართული დეტალიც კი ნათელი იქნება." - თქვა ლინსმა.

ნობელის ლაურეატი მეცნიერები ახალი ტექნოლოგიით კვლევას გააგრძელებენ, მაგრამ როგორც იოახიმ ფრანკმა თქვა, ყოველდღიურ გამოყენებაში მის დანერგვას რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^