„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, საჯარო ბაღების დირექტორები ბაღებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახი კალაძის მხარდამჭერთა სიას აგროვებენ,- თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და სააგენტოში მიტანა დაევალა.
„სტუდია მონიტორის“ წყაროს ცნობით ბაღის გამგეებმა მხარდამჭერთა სია თანამშრომლების და ახლობლების მეშვეობით შეაგროვეს და სააგენტოში წარადგინეს. „სტუდია მონიტორს“ აუდიოჩანაწერებში ბაღების რამდენიმე დირექტორმა სიების შეგროვება დაუდასტურა.
იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა ბაღების დირექტორებზე გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულ უწოდებს.
„აღნისნული ინფორმაცია არის არასერიოზული, მე ვნახე ეს ჩანაწერები, რაც გამოაქვეყნა „მონიტორმა“, მაგრამ აღნიშნული მიმართულებით არასდროს არანაირი დავალება არ გეცემულა სააგენტოს მხრიდან და არც გაიცემა. ცანაწერებიდან ჩემი პირველადი შეფასებით, არ ჩანს რომ ისინი არიან საბავშვო ბაღის დირექტორები, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, იქ იკვეთება ერთი სახელი მარი და აღნიშნული სახელით არანაირი თანამშრომელი ჩვენთან არ მუშაობს, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის არასერიოზული და სხვა კომენტრას ვერ გავეკეთებ“,- განუცხადა „რუსთავი 2-ს“ თემურ თორდინავამ.