Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია „ალბატროსიდან“ დაცვის თანამშრომლები გაათავისუფლეს

07 ოქტომბერი, 2017 14:33

კომპანია „ალბატროსში“ დაცვის თანამშრომლები გათავისუფლებულნი არიან, ხოლო მონიტორინგის სამსახურის უფროსს ლევან კერვალიშვილს გამოძიების დასრულებამდე სამსახურეობრივი უფლება-მოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ კომპანია „ალბატროსის“ თანამშრომელმა „ლიბერალს“ განუცხადა. 

„დაიშალა ფაქტობრივად აქცია, ის ადამიანები ვინც ცემაში მიიღეს მონაწილეობა სამსახურიდან გაათავისუფლებულნი არიან, მონიტორინგის სამსახურის უფროსი ჩამოცილებულია სამუშაოს სანამ არ დასრულდება გამოძიება. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებით შემოგვთავაზეს სამუშაო პირობების გაუმჯობესება, გადაიხედება ხელშეკრულებები, შვებულებები, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები“,-განაცხადა კომპანიის თანამშრომლემა. 

კომპანია „ალბატროსის“ თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ დაცვის თანამშომლები და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლევან კერვალიშვილი  სამსახურიდან გათავისუფლებულიყვნენ.  აქციას პროფკავშირებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა და პროფკავშრების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან. 

გუშინ კომპანია  „ალბატროსის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ  სამსხურში მათ სცემეს. მათი თქმით, ცემის მიზეზი, ხელფასთან დაკავშირებული გაუგებრობა იყო და კომპანიაში მსგავსი შემთხვევა  4 დღის წინაც მოხდა.

„ვერ ვინძრევი, ძლივს დავდივარ" - „ალბატროსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურში სცემეს

„აგვიყვანეს. 3 თანამშრომელი დაბარებული ვიყავით უფროსთან. ხელფასზე რაღაც გაუგებრობა მოხდა, ავედით, ვილაპარაკეთ,  გამოგვიშვა. ჩვენს კუთვნილ ხელფასზე გვეუბნებოდა, თქვენ რაც გერიცხებოდათ, ის არ გეკუთვნოდათო. ბოლოს გვითხრა -  თქვენ მართლები ხართ, არაფერ შუაში ხართ, ჩემი სხვა თანამშრომლები არიან დამნაშავეო. მისი კაბინეტიდან რომ გამოვედით, 5 მეტრში დაცვა დაგვხვდა, ჩაგვიყვანეს მეორე სართულზე, ჩაგვიკეტეს კარი და გვითხრეს - ყველაფერი გაარკვიეთო? კი ყველაფერი გავარკვიეთ-მეთქი და დაგვარტყეს. გვცემეს 3 კაცს, სამმა კაცმა გვცემა. ფიზიკური დაზიანებები მაქვს, ვერ ვინძრევი, ძლივს დავდივარ. უფროსი დავიბარეთ, რომ მოსულიყო ჩვენთან და ყველაფერი აეხსნა, დამნაშავეები დაესაჯა. 3 დღე ველოდეთ, თუმცა არ შეგვხვდა“, - უთხრა „ლიბერალს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^