Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკონომიკაში ნობელის პრემია რიჩარდ ტალერს გადაეცა

09 ოქტომბერი, 2017 17:02

ამერიკელმა ეკონომისტმა, რიჩარდ ტალერმა ნობელის პრემია ბიჰევიორული ეკონომიკის ავტორობისთვის მიიღო. პროფესორი ცნობილი გახდა კვლევებით, რომლებშიც ცდილობდა, ფსიქოლოგიის დახმარებით აეხსნა ადამიანების ეკონომიკურად ირაციონალური ქცევები. ნობელის პრემიის შესარჩევი კომისიის განმარტებით, ტალერმა კარგად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ხალხს „მუჯლუგუნი“- ტერმინი, რომელიც ტალერმა შემოიღო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეიძლება ვუბიძგოთ უკეთესი თვითკონტროლისა და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებებისკენ.

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯილდოდ 9 მილიონ შვედურ კრონს მიიღებს, რაც 1 100 000 დოლარზე მეტია. პროფესორმა ტალერმა იხუმრა, რომ ის თანხას „მაქსიმალურად ირაციონალურად დახარჯავს“. რიჩარდ ტალერს ეკონომიკის ფსიქოლოგიის კვლევაში ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ნობელის პრემიის შესარჩევ კომისიაში მიიჩნევენ, რომ მისი ნაშრომები ხალხს დაეხმარება უფრო გრძლევადიან გათვლებში, მაგალითად, დაზოგონ ფული პენსიისთვის და თავი აარიდონ წამგებიან გადაწყვეტილებებს.

წლევანდელი ნობელის პრემია ამ ჯილდოთი დასრულდა. ეკონიმიკის სფერომდე ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ მედიცინაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^