Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტი: როგორი იქნება საბაგიროს სადგურები რუსთაველის #52-სა და მთაწმინდაზე

10 ოქტომბერი, 2017 11:01

მთაწმინდის საბაგირო ორი ქვედა და ზედა სადგურებისგან შედგება. ქვედა სადგური რუსთაველის #52-ში მდებარეობს. რეაბილიტაციის პროექტის ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ  „საქნახშირის“ შენობის ეზოში 1958 წელს აშენდა საბაგირო გზის ქვედა სადგური, რომლის ავტორიც კ. ჩხეიძეა - ყოფილი „საქნახშირის“ შენობის ერთ-ერთი თანაავტორი.  კვლევაში ნათქვამია, რომ საბაგიროს სადგური მნიშვნელოვნად მიყვება დიდი შენობის არქიტექტურულ სტილისტიკას. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსის, ლაშა დალაქიშვილის თქმით, საბაგიროს სადგურების პროექტირება დასრულებულია და ექსპერტიზას გადის, შემდეგ კი პროექტი უნდა წარედგინოს ეკონომიკის სამინისტროს. 

„პროექტირება დასრულებულია. ყველა დონის პროექტი დასრულდა როგორც ავსტრიული, ისე ქართული მხრიდან. ამ წუთას პროექტს ექსპერტიზა უტარდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს ნებართვის აღების პროცედურები. ვინაიდან აღნიშნული ობიექტი მეხუთე კლასს მიეკუთვნება, აუცილებლად საჭიროებს შეთანხმებას ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ექსპერტიზაგავლილი პროექტის წარდგენაა. თუ არ გვექნება ექსპერტიზა, ნებართვის აღებას ვერ შევძლებთ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ქალაქის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან უკვე აღებულია ნებართვა ზედა სადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსმა, ლაშა დალაქიშვილმა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივლისი
17 ივლისი

„ეგ არის პარლამენტის დაკნინება“ - ნაცვლი ...

მმართველი გუნდის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება პარლამენტის შ ...
17 ივლისი
17 ივლისი

ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატ ...

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახე ...
17 ივლისი
17 ივლისი

ჭიჭინაძე: თუ კობახიძემ ისეთი კომპრომისი ...

„ჩვენ ბევრი სხვა კომპრიმისული კანონი გვაქვს მიღებული, რომელიც ძალიან ხშირად წინ დაგვხვდება, რადგან ადამიანის უფლებ ...
^