Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მაია ასათიანმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია

11 ოქტომბერი, 2017 14:18

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ქარტიის მე-7 პრინციპი დაარღვია. 

ქარტიის განცხადებით, მათ მიმართა ორგანიზაცია „საფარმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 15 ივნისს „რუსთავი 2-ის” ეთერში მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილში“ ქარტიის მე-7 პრინციპი დაირღვა.

სადავო გადაცემაში რესპონდენტის სტატუსით მიწვეული იყო მარიამი, 5 შვილის დედა, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც თავს სექსსამუშაოთი ირჩენს. სტუდიაში ასევე მიწვეულები იყვნენ სტუმრები, რომლებიც აფასებდნენ რესპონდენტის მიერ შემოსავლის მიღებას სექსსამუშაოთი.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბოლოო ჯამში საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ გადაცემამ გააძლიერა სტიგმა სექსმუშაკების მიმართ, რადგან მათ საქმიანობა შეფასდა როგორც „ამორალური“, „მიუღებელი“, „არაპატიოსანი“. საბჭოს გადაწყვეტილებით, მაია ასათიანმა დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^