Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

11 ოქტომბერი, 2017 23:41

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში.

„2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არ მიაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის მონაწილეების ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც დაკავებულების მონახულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სწრაფად და ოპერატიულად არ თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან და გონივრული, ლეგიტიმური მიზეზების გარეშე აფერხებენ დაკავებულ პირებთან მათი დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაციისა და ახსნა-განმარტების მიწოდება დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^