Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს

12 ოქტომბერი, 2017 10:52

რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რათა არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში. საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავის შეიარაღებული ძალები და ამას ვახორციელებთ. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში.

”მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ან ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული, ჩვენს ქვეყანას არ შეუმცირებია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს. ჩვენ ამას სიამაყით ვამბობთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები უაღრესად მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში და დღეს საქართველო არის როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა როგორც ავღანეთში, ასევე არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა აფრიკაში და ჩვენი ჯარისჯაცები ახორციელებენ თავიანთ მისიას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^