Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ ჩოფიკაშვილი: ამჟამად გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია

12 ოქტომბერი, 2017 12:24

აფგან მუხთარლის ოჯახი ამჟამად გერმანიაშია, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

„აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია. გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას“, - წერს ჩოფიკაშვილი. 

19 სექტემბერს  „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ პრესკოფერენციაზე მუსტაფაევას ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ ლეილა მუსტაფაევასა და აზერბაიჯანელი აქტივისტის დაშგინ აღალარლის მიმართ შესაძლოა ახალი დანაშაული მზადდებოდეს. მან ფოტო და ვიდეომასალა წარადგინა, რომლებზეც სავარაუდოდ  ის ადამიანები არიან გამოსახულნი, რომლებიც მუხთარლის, მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდნენ. მისი განმარტებით,  პოლიციას და პროკურატურას ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტების შესახებ, თუმცა მუსტაფაევას დაკითხვის გარდა საქმეს შედეგი არ მოჰყოლია. 

აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს შსს გამოძიებას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აწარმოებს. აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^