Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხატიაშვილი: ადვოკატების დაშინების უფლებას მე არ მოგცემთ

12 ოქტომბერი, 2017 13:02

ადვოკატების დაშინების უფლებას, მე ზაზა ხატიაშვილი არ მოგცემთ, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხატიაშვილის თქმით, თუკი პროკურატურა ადვოკატებს აიძულებს, რომ კლიენტთან საუბრის კონფიდენციალურობა დაარღვიოს, ეს ადვოკატის ინსტიტუტის ნგრევას გამოიწვევს. 

„თუ ადვოკატთა კორპუსმა დავუშვით, რომ ნებისმიერი ადვოკატი, ვიღაც ტვინთხელმა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება და დაიბაროს, კატასტროფა იქნება ამ ქვეყანაში. საერთოდ დაცვის ინსტიტუტი ისპობა ამით. თუ პროკურატურას უფლება აქვს მტკიცებულებების გამჟღავნების და თუ ეს არაა დანაშაული, რატომ არის ის დანაშაული, რაც გააკეთა მედიამ. დაიწყონ გამოძიება პროკურატურაზე, რატომ გაამჟღავნეს ინფორმაცია. ჩვენ ვაწყდებით სახელმწიფო ბოროტებას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და ეს ბოროტება უკვე გადაიქცა იმათ, რომ ადვოკატთა კორპუსის დაშინება უნდათ. თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, ნებისმიერ საქმეზე ადვოკატს შეეშინდება კლიენტს რამე უთხრას და კლიენტს შეეშინდება ადვოკატს რამე უთხრას, რადგან ადვოკატი აღარ იქნება დაცული კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე. 5 ადამიანი აწყდება სახელმწიფო ბოროტებას, რაც ძალიან ცუდად სანახავია სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ადვოკატების დაშინების უფლებას, მე ზაზა ხატიაშვილი არ მოგცემთ“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, ადვოკატისა და კლიენტის საიდუმლოება როგორც ეროვნული კანონმდებლობებით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული. 

„კონფიდენციალურობის პრინციპზე, დეკანოზმა რომ საჩივარი შეიტანოს, ამ ადვოკატების მიმართ შეიძლება სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს. ეს არის ადვოკატების იძულება, რომ დაარღვიონ კანონი. სასამართლო დარბაზში რამდენიმე ადამიანი იყო - მოსამართლე, თანაშემწე, პროკურორი, რაღა ადვოკატები დაიბარეს გამოკითხვაზე პირველები?!“ - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა ასოციაცია მამალაძის საქმეზე: არ შეიძლება, ადვოკატი თავის საქმეზე მოწმედ დაიკითხოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ნოემბერი
24 ნოემბერი

პრეზიდენტი: საჭიროა უშიშროების საბჭო და ...

„შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში ...
24 ნოემბერი
24 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს პატიმრ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამ ...
24 ნოემბერი
24 ნოემბერი

მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაშავებული მოქალა ...

მეტროსადგურ „დიდუბეში“ მოქალაქე დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუ ...
^