Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამადაშვილი: ჩემ მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების გამო გენდერულ საბჭოს მივმართავ

12 ოქტომბერი, 2017 15:14

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გია ვოლსკის მხრიდან მის მიმართ გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენების გამო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართავს. 

„საქართველოში პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა. პარლამენტში კვოტირების სისტემის შემოღებაზე ვფიქრობთ, რათა პარლამენტში ქალთა თანამონაწილეობა გავაძლიეროთ. სამწუხაროდ, პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის გია ვოლსკის არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგების მიმართ. გენდერული თანასწორობის საბჭოს მივმართავ, რომ 9 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი განიხილონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც პოლიტიკაში მონაწილეობა სურთ, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც პროფესიულ გარემოში უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნოს“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. „რა გაყვირებს, გოგო“- ამ სიტყვებით მიმართა გია ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს. 

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^